воскресенье, 11 мая 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო,თავი მოვუყარეთ ტრენინგზე შესწავლილ მასალას და განვათავსეთ ინტერნეტში.დიდი სურვილი მაქვს მიღებული ცოდნა გამოვიყენო სასწავლო პროცესში.იმედია შევძლებ.
დიდი მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის!

воскресенье, 4 мая 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით მოდულს-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის,ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით დავგეგმეთ აქტივობები,განვიხილეთ შეფასების ფორმები,რომელთაც აქტიურად გამოვიყენებ პროექტის მსვლელობისას

суббота, 3 мая 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღის მიზანი იყო შეფასების კომპონენტების შერჩევა,განვიხილეთ ეს კომპონენტები და შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის შესაფერისი . საინტერესო იყო ერთმანეთის ნამუშევრების განხილვა და უკუკავშირის გაკეთება.

воскресенье, 27 апреля 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთვის ,ვიმუშავე პროექტის თემის შინაარსზე,გავეცანი საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაციას,ვიმუშავე პროექტის ბუკლეტზე და საპრეზენტაციო მასალაზე.
ძალიან მინდა რაც შეიძლება მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტები დავგეგმო და განვახორციელო ტრენინგზე მიღებული ცოდნის გათვალისწინებით

суббота, 26 апреля 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული იყო,განსაკუთრებით შრომატევადი აღმოჩნდა  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და  პროექტის დაწყების წინ გამოსაყენებელი შეფასების ინსტრუმენტების შერჩევა.მინდა რომ ჩემს მიერ  შერჩეული შეფასების ინსტრუმენტები და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები  ჩემი თემის ადეკვატური იყოს

воскресенье, 13 апреля 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

დღეს ჩვენ  გავეცანით მეორე მოდულს-სასწავლო პროექტების დაგეგმვას სტანდარტების გათვალისწინებით,სამუშაო საკმაოდ რთული და საინტერესო  იყო,ბუნდოვან საკითხებზე მივიღე ამომწურავი პასუხები,ვისაუბრეთ პროექტის სასწავლო მიზნების და სწავლის შედეგების გარშემო,დღევანდელ ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციას უფრო გააზრებულად გამოვიყენებ პროექტების დაგეგმვისას პრაქტიკულ საქმიანობაში

суббота, 12 апреля 2014 г.

მეორე დღის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში,უფრო ნათლად გავაცნობიერე პროექტებით სწავლების შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები და მათი მნიშვნელობა.ვისწავლე როგორ შეიძლება ბეჭდური პუბლიკაციის დამზადება , მათი დახმარებით მშობლებისა და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების დაინტერესება და აქტიური ჩართვა სკოლის საქმიანობაში.
დღევანდელი  სამუშაო დღე ძალიან საინტერესო იყო.

воскресенье, 6 апреля 2014 г.

პირველი დღის რეფლექსია

-ძალიან მომეწონა პროექტებით სწავლების შინაარსის მოდულები
-საინტერესოა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გაცნობა
-სასიამოვნოა რომ  აღნიშნულ ტრენინგს ბატონი გიორგი ატარებს
-მინდა  შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები , იმედია აღნიშნული ტრენინგი უკეთესად გამარკვევს კონკრეტულ საკითხებში და მიღებული ცოდნა გამომადგება მომავალ საქმიანობაში